პატრისტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAPS/AIEP) ქართული სექცია შაბათს, 2020 წლის 26 დეკემბერს, 19 საათზე, იწვევს ადგილობრივ კონფერენციას - „პატრისტიკის აქტუალური პრობლემები საქართველოში“ (IAPS/AIEP).
კონფერენცია ეძღვნება ფილოსოფიის ისტორიის გამოჩენილ მკვლევარს, IAPS/AIEP -ის ქართული სექციის წევრს, აკადემიკოს გურამ თევზაძეს (1932-2018).
კონფერენციაზე წამოდგენილი იქნება IAPS/AIEP-ის ქართული სექციის წევრთა ინდივიდუალური კვლევებისა და ჯგუფური პროექტების ანგარიშები, რომლებიც ასახავს პატრისტიკისა და შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურის კვლევის სფეროში მათ მიერ შესრულებულ, მიმდინარე და სამომავლო კვლევებს.
კონფერენციის ორგანიზატორია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბიზანტინისტიკის კათედრა.
ღონისძიება გაიმართება ზუმის პლატფორმაზე შემდები ბმულის მეშვეობით: https://zoom.us/j/96771911155
Meeting ID: 967 7191 1155